უკრაინამ რუსული სამხედრო გემი გაანადგურა
უკრაინის სამხრეთ სარდლობის ცნობით, რუსეთმა ფრთოსანი რაკეტების გამშვები შავი ზღვის ფლოტის უკანასკნელი გემი დაკარგა. რუსული და უკრაინული ტელეგრამ არხების ცნობით, ოკუპირებულ სევასტოპოლზე 19 მაისს სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, პორტის სიახლოვეს „ატაკამსის“ 3 რაკეტა, რუსულ სამხედრო გემს „ცირკონს“ დაეცა. ხომალდის ჩაძირვის შესახებ ცნობებს მედია ავრცელებს, ოფიციალურ მოსკოვს მომხდართან დაკავშირებით, კომენტარი არ გაუკეთებია.
