მსოფლიო ლიდერების გამოხმაურება
ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით პოლონეთის პრეზიდენტი დაღუპულთა ოჯახებს თანადგომას უცხადებს. ანჯეი დუდამ აღნიშნა, რომ 2010 წელს სმოლენსკში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ, პოლონელ ხალხს პოლიტიკური ლიდერის უეცარი გარდაცვალების შედეგად დატოვებული უდიდესი სიცარიელის ძალიან კარგად ესმის. ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა ჯოზეფ ბორელმაც. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, მათ თანადგომა გამოუცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმაც.
