პრემიერის სამძიმარი
საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა დაღუპვის გამო – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ იქსში წერს. „ჩვენი ფიქრები ახლა ირანელ ხალხთანაა“ – აღნიშნავს მთავრობის მეთაური.
