საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ოთხი პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გაზრდილია როგორც დაქირავებით დასაქმებულთა, ასევე თვითდასაქმებულთა რაოდენობა.
