ეკონომიკის კოლაფსის პროპაგანდა ოპოზიციისგან - გაშიფრული სქემა
პროპაგანდა ეკონომიკის კოლაფსთან დაკავშირებით იმაზე ადრე ამუშავდა, ვიდრე ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასი დავარდებოდა. ამ კამპანიის სათავეში კი, ანტისამთავრობო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი არასამთავრობო მოექცა. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენელმა, დირექტორის მოადგილემ 13 მაისს "ბიბისის" ეთერში სწორედ საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და ეკონომიკის მიმართულებით ნეგატიურ მოლოდინებზე ისაუბრა. აქციების ფასი კი, 15 მაისს დაეცა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით ამ კონკრეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ თავად შექმნა პრობლემა, გამოიწვია მღელვარება, ჩამოიყვანა უცხოელი მინისტრები და დააყენა ანტისამთავრობო მიტინგზე. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ როცა საერთაშორისო მედიაში საუბრობენ, რომ ქვეყანაში ქაოსია, ეს ნეგატიურად აისახება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. თუმცა, ისიც ითქვა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მდგრადია და ამ პროპაგანდამ მხოლოდ მცირე დროით იმუშავა. ახლა კი მაჩვენებლები დასტაბილურდა.
