საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები - ზურაბიშვილის ვეტო
პარლამენტი, მომავალ კვირას საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევს. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, მოტივირებული შენიშვნები და არგუმენტაცია აბსურდზეა დამყარებული. ვეტოზე საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. წარდგენილ შენიშვნებს კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.
