პრემიერის შეთავაზება ახალგაზრდებს
პრემიერის შეთავაზება, რაც გამჭვირვალობის შესახებ კანონზე, ახალგაზრდებთან პირდაპირი ეთერის ფორმატში, საჯარო დისკუსიას გულისხმობს, ძალაში რჩება. ირაკლი კობახიძის თქმით, მის მიერ გაკეთებული შეთავაზების შემდეგ, რადიკალების მხრიდან ახალგაზრდების ბულინგი დაიწყო. პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა აქციების ერთ-ერთი ლიდერის განცხადებასაც იმასთან დაკავშირებით, რომ შურს უკრაინელების. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს შემთხვევითი წამოცდენა არ არის და მათთვის მთავარი დავალებაა, საქართველომ უკრაინის ბედი გაიზიაროს. მთავრობის მეთაურის განცხადებით საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას, რაც წინსვლის და განვითარების აუცილებელი პირობაა.
