პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება
პარლამენტის თავმჯდომარე ემანუელ მაკრონის და ოლაფ შოლცის მოწოდებების საპასუხოდ სვამს კითხვას- რატომ იხარჯება მათი გადასახადის გადამხდელთა ფული ფარულად საქართველოში? შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოსთვის გამოწვევაა, რომ ევროკავშირის ქვეყნების გადასახადების გადამხდელთა ფულით ევროპული ფონდების მეშვეობით, პოლიტიკური პარტიები და რადიკალური ჯგუფები ფარულად ფინანსდებიან.
