ესტონეთის პრემიერის განცხადება
ესტონეთის პრემიერ მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, ნატოს არ უნდა შეეშინდეს უკრაინაში სამხედროების გადასამზადებლად ჯარების გაგზავნის, რადგან ეს ომში ჩართვას არ გამოიწვევს. ფაინენშელ თაიმსისთვის მიცემულ ინტერვიუში, ესტონეთის პრემიერი ამბობს, რომ თუ ოკუპანტის იერიშების გამო, ნატოს პერსონალი დაზარალდება, ეს ავტომატურად ალიანსის წესდების მე-5 მუხლის ამოქმედებას არ გამოიწვევს. კალასი მიიჩნევს, რომ უკრაინელი სამხედროების მათსავე ტერიტორიაზე გადამზადება უფრო ეფექტიანი იქნება, ვიდრე სწავლებისთვის ჯარისკაცების სხვა ქვეყნებში გაგზავნა.
