სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმის საქმე
სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, პრემიერ მინისტრზე რობერტ ფიცოზე თავდასხმელი, შესაძლოა მარტო არ მოქმედებდა. ქვეყნის უშიშროების სამსახური გამოძიების ფარგლებში, განიხილავს ვერსიას, რომ მას თანამზრახველები ჰყავდა, რადგან პრემიერ მინისტრზე თავდასხმიდან 2 სააათში, დაკავებული დამნაშავის ფეისბუქ გვერდი და მიმოწერები, უცხო პირმა წაშალა. 71 წლის მამაკაცმა სლოვაკეთის პრემიერ მინისტრს 15 მაისს ესროლა. ბოლო მონაცემებით, რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
