მსოფლიო ლიდერების გამოხმაურება
ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის გარდაცვალებას, მსოფლიო პოლიტიკური ლიდერები ეხმაურებიან და დაღუპულთა ოჯახებს თანადგომას უცხადებენ. შარლ მიშელმა დაწერა, რომ ევროკავშირი დაღუპულთა ოჯახების გვერდითაა. თურქეთის პრეზიდენტმა, კი განაცხადა, რომ ამ რთულ დროს თურქეთი ირანის გვერდით დგას. ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, თქმით, ებრაჰიმ რაისის წვლილი ინდოეთ-ირანის ურთიერთობების განმტკიცებაში, ხალხს მუდამ ემახსოვრება. ირანის პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მდებარე ქვეყნების ლიდერებიც.
