ირანის პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის მართვას ვიცე-პრეზიდენტი გადაიბარებს
ირანის პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის მართვას ვიცე-პრეზიდენტი, ამ შემთხვევაში მოჰამედ მოხბერი გადაიბარებს. ირანის კონსტიტუციის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები 50 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს. გამოცხადდა ხუთდღიანი გლოვა. ირანული მედიის ინფორმაციით, მთავრობა შეფერხების გარეშე მუშაობს. ვერტმფრენი, რომლითაც პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი თავრიზისკენ მიემართებოდა, მთიან რეგიონში გუშინ ჩამოვარდა. ბორტზე სულ 9 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზად, უამინდობა სახელდება.
