პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით ერთი ადამიანი ცხელ კვალზე დააკავა
პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით ერთი ადამიანი ცხელ კვალზე დააკავა. ის წარსულში ნასამართლევია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 19 მაისს, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ყოფით ნიადაგზე კონფლიქტის შედეგად, ოთხ ადამიანს ბლაგვი საგნით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულთაგან ერთ-ერთ მამაკაცს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, ხოლო სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
