პრემიერ-მინისტრის ახალგაზრდებთან დისკუსიის შეთავაზება გამჭვირვალობის კანონზე, ძალაში რჩება
პრემიერ-მინისტრის ახალგაზრდებთან დისკუსიის შეთავაზება გამჭვირვალობის კანონზე, ძალაში რჩება. ირაკლი კობახიძეს იმედი აქვს, ერთი ჯგუფი მაინც თავს დააღწევს რადიკალების ბულინგს და მონაწილეობას მიიღებს საჯარო დისკუსიაში. პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა აქციების ერთ-ერთი ლიდერის განაცხადებას, რომ შურს უკრაინელების. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს შემთხვევითი წამოცდენა არ არის და მათთვის მთავარი დავალებაა, საქართველომ უკრაინის ბედი გაიზიაროს.
