უშინაარსო ვეტო
სალომე ზურაბიშვილმა ჩაკეტა ყველანაირი სივრცე დისკუსიისთვის - ეს პრემიერის შეფასებაა ზურაბიშვილის უშინაარსო ვეტოზე. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით კი, არგუმენტების ნაცვლად შიდა და უცხოელი აქტორებისგან მიიღეს რუსული სტილით დისკუსიის ჩაკეტვა, ასევე შალვა პაპუაშვილის თქმით, ზურაბიშვილი ქართველი ხალხის დაცინვაზე გადავიდა. კმაყოფილია ოპოზიცია.
