ოთარ კიტეიშვილი „შტურმის“ შემადგენლობაში ავსტრიის ჩემპიონი გახდა
ოთარ კიტეიშვილი საფეხბურთო კლუბ “შტურმის” შემადგენლობაში ავსტრიის ჩემპიონი გახდა. ბოლო ტურში გრაცის გუნდმა საკუთარ სტადიონზე “კლაგენფურტი” 2-0 დაამარცხა და ბუნდესლიგის ოქროს მედლები 13-წლიანი პაუზის შემდეგ, ისტორიაში მეოთხედ მოიგო. გუშინდელი თამაში 28 წლის ქართველმა ნახევარმცველმა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, რამდენიმე დღის წინ კი ის ავსტრიის ჩემპიონატის წლევანდელი გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. კიტეიშვილის ანგარიშზე გასულ სეზონში გამართულ 25 შეხვედრაში 9 გოლი და 6 საგოლე პასია.
