ქართული დელეგაციის შეხვედრები კანის კინოფესტივალზე
გრძელდება კანის 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელშიც საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, მონაწილეობს. საქართველოს პავილიონი ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას და ახალ პროექტებს წარადგენს. პოპულარიზაციას გაუწევს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში კინოგადაღებებისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას. კინორეჟისორებითა და პროდიუსერებით დაკომპლექტებულ დელეგაციას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი შემოქმედებით თუ სამომავლო პროექტებით დააინტერესოს ევროპული ბაზარი და ხელი შეუწყოს ქართული კინოს პოპულარიზაციას.
