ამბროლაურში ინფო ტური დაიწყო
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ამბროლაურში ინფო ტური დაიწყო. რაჭაში 30-მდე ტურ ოპერატორი იმყოფება. ისინი სამი დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტში მდებარე სასტუმროებს დაათვალიერებენ, გაეცნობიან მათ ინფრასტრუქტურას და იმ სერვისებს, რასაც ბიზნესის წარმომადგენლები სთავაზობენ მომხმარებლებს. ტურ-ოპერატორების ვიზიტი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ორგანიზებით განხორციელდა.
