ირანის პრეზიდენტი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა
ირანის პრეზიდენტი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ქვეყნის ვიცე პრეზიდენტმა, დაადასტურა. ვერტმფრენი, რომლითაც ებრაჰიმ რაისი თავრიზისკენ მიემართებოდა, მთიან რაიონში ჩამოვარდა, ბორტზე სულ 9 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიც. ავიაკატასტროფას ცოცხალი ვერავინ გადაურჩა. ვეტმფრენის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზად, უამინდობა სახელდება.
