ამერიკული გამოცემის შეფასებით, ბრალდება, რომ ქართული კანონი რუსეთის „აგენტების კანონს“ ეფუძნება, ვერ უძლებს კრიტიკას.
გამოცემა წერს, რომ დასავლური ძალები შეშინებულნი არიან, რომ მათი გავლენის ოპერაციები შეფერხდება. ამერიკული გამოცემა პარალელებს ავლებს რუსეთში მოქმედ კანონმდებლობასთან და ასკვნის, რომ რუსეთის აბსოლუტურად ამაზრზენი კანონი, გამოყენებულია იმისთვის, რომ აკრძალულიყო ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელსაც კავშირი აქვს გარე სამყაროსთან, რომელიც იღებს ნებისმიერ უცხოურ დაფინანსებას, ამით კი პუტინმა კრიტიკოსები გააჩუმა. რაც შეეხება ქართულ კანონს, ის ნებისმიერი საჯარო სამსახურისგან ფინანსურ გამჭვირვალობას მოითხოვს თუ მისი ფინანსების 20 პროცენტი უცხოეთიდანაა. გამოცემა წერს, რომ ანალოგიური კანონმდებლობა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. ამავე სტატიაში განხილულია საქართველოს ახლო პოლიტიკური წარსული, როცა 2020 წლის არჩევნები ოპოზიციამ არალეგიტიმურად მიიჩნია და მის გაყალბებაზე საუბრობდა.
