სლოვაკეთის პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის გამოჯანმრთელებას, სულ მცირე, რამდენიმე კვირა დასჭირდება. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ფიცოს ბრატისლავაში გადაყვანა არ იგეგმება და ის ბანსკა ბისტრიცას საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება. რობერტ ფიცოზე თავდასხმა 15 მაისს განხორციელდა. 71 წლის თავდამსხმელმა მას 5-ჯერ ესროლა.
