ზელენსკიმ მაკრონის წინადადება უარყო
უკრაინის პრეზიდენტმა უარყო ფრანგი კოლეგის მიერ შეთავაზებული ეგრეთ წოდებული ოლიმპიური ზავის წინადადება. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფრანს პრესს“ განუცხადა. როგორც უკრაინის ლიდერმა განმარტა, მოსკოვი საომარი მოქმედებების შეჩერებას თავისი სამხედრო უპირატესობისთვის გამოიყენებს, რასაც უკრაინა არ დაუშვებს. მანამდე ემანუელ მაკრონმა და ჩინეთის ლიდერმა სი ძინ პინმა პარიზის ოლიმპიური თამაშების დროს რუსეთსა და უკრაინას ზავისკენ მოუწოდეს.
