ვითარება სავალუტო ბაზარზე
ეროვნული ბანკი მომდევნო დღეებში სავალუტო კურსის დასტაბილურებას ელოდება. ნათია თურნავა ამბობს, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ ამ თემაზე აჟიოტაჟი დიდწილად ხელოვნურად იყო შექმნილი და ამის უკან რეალური ეკონომიკური მიზეზი, არ დგას.
