ზურაბიშვილის უშინაარსო ვეტო
ზურაბიშვილი გამჭვირვალობის კანონს პარლამენტს ზუსტად იგივე სახით უბრუნებს. ამატებს მხოლოდ ერთ მუხლს, რომლის მიხედვით, კანონი ერთი დღე მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს. მმართველი გუნდი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა, ოპოზიციის გეგმა, ზედმიწევნით შეასრულა. ქართულ ოცნებაში თქვეს, რომ ვეტოს დაძლევენ, რადგან, ვეტოში არაფერი დევს გასათვალისწინებელი.
