მამუკა მდინარაძის სტატუსი
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სოციალურ ქსელში ეხმაურება პრეზიდენტის ვეტოს და გამჭვირვალობის კანონის გარშემო ევროპელი ლიდერების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს. მამუკა მდინარაძე წერს, რომ სალომე ზურაბიშვილმა გამჭვირვალობის კანონში ერთი სიტყვაც, კი ვერ შეცვალა და მან საბოლოოდ დაადასტურა, რომ კანონის წინააღმდეგ რეალური არგუმენტი არ არსებობს. მამუკა მდინარაძე წერს, რომ ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება.
