ევროპის ვერცხლის ლიგა
საქართველოს ფრენბურთის ქალთა ეროვნული ნაკრების სპორტსმენები ევროპის ვერცხლის ლიგის ჩემპიონატზე გამოდიან. ჩვენი ქვეყნის გუნდმა პირველი თამაში ფარერის კუნძულების ნაკრებთან ჩაატარა რომელიც 3:0 დაამარცხა. მეორე შეხვედრაში ქართველი ფრენბურთელები დღეს მონტენეგროს შეხვდებიან. საბოლოოდ კი თამაშებს ლატვიის, ბოსნია ჰერცეგოვინის, ლუქსემბურგისა და ისლანდიის წინააღმდეგ ჩაატარებენ.
