მუზეუმების საერთაშორისო დღე
საქართველოს ხელოვნების სასახლეში აღმოსავლური კოლექციის ნიმუშების გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა. კატალოგის ავტორია პროფესორი გიორგი კალანდია, გამომცემელი, შორენა შავერდაშვილი. კატალოგი სტამბა „სეზანის“ მხარდაჭერით ქართულ, ინგლისურ და იაპონურ ენებზე გამოიცა და 100-ზე მეტ ნივთს მოიცავს. ღონისძიებას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. კულტურის მინისტრმა მუზეუმის თანამშრომლებსა და დამსწრე საზოგადოებას მუზეუმის საერთაშორისო დღე და ახალი გამოფენის გახსნა მიულოცა.
