პროტესტი ისრაელში
თელ-ავივში მთავრობის საწინააღმდეგო მორიგი აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. აქციის მონაწილეებმა „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მიზნით ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვეს. პრემიერ ნეთანია ჰუს მათ გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.
