ამერიკელი სამხედროები მოლდოვაში
კიშინიოვში 35 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა. მოლდოვაში ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კაროლინის გვარდიის წევრები ერთობლივ სამხედრო სწავლებაში მიიღებენ მონაწილეობას. სამხედრო თვითმფრინავით, რომელმაც კიშინიოვში ამერიკელი სამხედროები ჩაიყვანა, მოლდოვის დედაქალაქში სამედიცინო აღჭურვილობაც ჩაიტანეს, რომელიც მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს გადაეცემა.
