გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8წელი გავიდა
საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა. ოთხოზორიას საფლავი დღეს, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ზუგდიდის მერიის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს. მათი განცხადებით, გიგა ოთხოზორია არის სიმბოლო ოკუპაციასთან ბრძოლის, რომელსაც ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება.
