ვითარება ტურიზმის სექტორში
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, რამდენიმე დღის განმავლობაში იყო მცდელობები, რომ შექმნილიყო ნეგატიური ფონი ტურიზმის ინდუსტრიის გარშემო, რომელიც იყო საფუძველს მოკლებული. მისი განცხადებით, მსგავსი რიტორიკა და ქმედებები პირველ რიგში აზიანებს მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც პირდაპირ და არა პირდაპირ არიან ჩართული ტურიზმის ინდუსტრიაში, ასევე აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას.