ზურაბიშვილის უშინაარსო ვეტო
პარლამენტის მიერ გამჭვირვალობის კანონის დამტკიცებიდან ოთხ დღეში, ზურაბიშვილმა, კანონს ვეტო დაადო, თუმცა მოტივირებული შენიშვნების გარეშე. ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება იურიდიულად და ტექნიკურად გამართულია, კანონი, კი გასაუქმებელი. „პირდაპირი დადასტურება, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ სალომე ზურაბიშვილს არანაირი არგუმენტი არ გააჩნია“- ეს მმართველი გუნდის შეფასებაა. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ შეასრულა რადიკალური ოპოზიციის გეგმა და კიდევ ერთხელ გადაჭრა დიალოგის გზა.