თბილისის გრან პრი 2024
თბილისის გრან პრის პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველმა პარა ძიუდოისტებმა 2 მედალი მოიპოვეს. ზურაბ ზურაბიანმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ბრაზილიელი სპორტსმენი დაამარცხა, ხოლო გიორგი ქალდანმა ოლიმპიურ ჩემპიონ, უზბეკ სპორტსმენს სძლია. ორივე მათგანს პარიზის პარალიმპურ თამაშებზე ლიცენზია უკვე მოპოვებული აქვს. ტურნირი დღეს დასრულდება და მედლების მოპოვებას 6 ქართველი პარა ძიუდოისტი შეეცდება.
