კაშიამ სეზონი გოლით დაასრულა
სლოვაკეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ბრატისლავის „სლოვანმა“ „რუჟომ ბეროკი“ 5:1 დაამარცხა, გურამ კაშიამ კი, საკლუბო სეზონი გოლით დაასრულა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ბურთი 21-ე წუთზე გაიტანა და იმ დროისთვის ანგარიში გახსნა. კაშიამ 2023-24 წლების სეზონში „სლოვანის“ მაისურით ყველა ტურნირზე 39 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, ხოლო ჯაბა კანკავამ 41 შეხვედრაში თავი 2 გოლით გამოიჩინა.
