„სტუდ ფესტი 2024“
საქართველოში მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალი „სტუდ ფესტი 2024“ მიმდინარეობს. ფესტივალის ფარგლებში ამჯერად ქართული ჭიდაობის ტურნირი გაიმართა, რომელშიც საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. ტურნირზე გამარჯვებულები სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
