ყვარლის ფულის მუზეუმმა მოსწავლეებს უმასპინძლა
მუზეუმების საერთაშორისო დღისა და დამოუკიდებლობის აღდგენის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ყვარლის ფულის მუზეუმმა დედაქალაქისა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის სკოლებს უმასპინძლა. მოსწავლეებს შორის იყვნენ სოციალურად დაუცველ და მრავალ შვილიანი ოჯახების ბავშვები. შეხვედრის მთავარი მასპინძელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა იყო.