გამოფენა ხელოვნების მუზეუმის განახლებულ შენობაში
ხელოვნების მუზეუმის განახლებული შენობა ლევან ლაღიძის მასშტაბური გამოფენით გაიხსნა. ხელოვნების მუზეუმის მეორე კორპუსის რეაბილიტაცია კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და ინიციატივით 2021 წელს დაიწყო და წელს დასრულდა. მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამუშაო, საკონფერენციო, საგამოფენო დარბაზები და ფონდ საცავები. შენობა აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით. კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეორედ გასცა სამუზეუმო პრემიები.
