ბრიტანელი კონსერვატორები რეიტინგს კარგავენ
ბრიტანელი კონსერვატორები რეიტინგს კარგავენ. „ოპინიუმ რისარჩის“ გამოკითხვით, ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის რეიტინგი მმართველ კონსერვატიულ პარტიასთან შედარებით 18 პუნქტით გაიზარდა. ლეიბორისტებს ხმას გამოკითხულთა 43 პროცენტი აძლევს, კონსერვატორებს კი 25. კიდევ ერთი გამოკითხვით, რომელიც „თაიმსის“ დაკვეთით „იუ გოვმა“ ჩაატარა, ლეიბორისტები 30-პუნქტიანი უპირატესობით ლიდერობენ. საპარლამენტო არჩევნები ბრიტანეთში წლის ბოლოს ჩატარდება.
