სლოვაკეთის პრემიერზე თავდამსხმელის საქმე
სლოვაკეთის პრემიერზე თავდამსხმელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. 71 წლის ბრალდებულს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მცდელობისთვის 2 წლით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. რობერტ ფიცოზე თავდასხმა 15 მაისს განხორციელდა. თავდამსხმელმა მას ხუთჯერ ესროლა. ფიცოს მდგომარეობა სტაბილური, თუმცა მძიმეა.
