ულტიმატუმი ისრაელის პრემიერს
ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბენი განცმა პრემიერ-მინისტრს მოსთხოვა, 8 ივნისამდე ჩამოაყალიბოს ექვს პუნქტიანი გეგმა, რომელიც შეეხება ღაზის სექტორის საკითხს, მძევლების დაბრუნებისა და არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მცდელობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის თავის პარტიას საგანგებო მთავრობიდან გაიყვანს. განცის ულტიმატუმს გამოეხმაურა პრემიერ ნეთანია ჰუს ოფისი. განცხადებაში ნათქვამია, რომ განცის მოთხოვნების შესრულება ომის დასრულებას და ისრაელის დამარცხებას ნიშნავს.
