ვითარება სავალუტო ბაზარზე
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მომდევნო დღეებში სავალუტო კურსის დასტაბილურებას ელოდება. ნათია თურნავა ამბობს, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. მისი განცხადებით, ამ თემაზე აჟიოტაჟი დიდწილად ხელოვნურად იყო შექმნილი და ამის უკან რეალური ეკონომიკური მიზეზი, არ დგას.
