მორიგი პროვოკაცია
არაერთგზის ნახსენებმა ნიკო მანაგაძემ დღეს პრემიერის სტუდენტებთან შეხვედრის ჩაშლა კიდევ ერთხელ სცადა. ნიკო მანაგაძემ, რომელიც ღიად არის ჩართული პოლიტიკაში და რამდენიმე დღის წინ პარტიული სიების ფორმირებაზე, ერთ-ერთ ოპოზიციურ არხზეც საუბრობდა, სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში წინასწარ მოუწოდა სტუდენტებს შეკრებისკენ და ლექციის ჩაშლისკენ. ლექციის ჩასაშლელად მისულებს, თსუ-ს სტუდენტებმა პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა არ მისცეს. იყო დაპირისპირებაც, თუმცა სიტუაცია სამართალდამცველებმა მალევე განმუხტეს
