პრემიერის შეთავაზება ახალგაზრდებს
პრემიერის შეთავაზება ახალგაზრდებისთვის უკვე ორი დღეა ძალაშია. შეთავაზება გულისხმობს, გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებულ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებისთვის საჯარო დისკუსიის ფორმატს, მათ მიერ შერჩეული 10 ახალგაზრდისა და 3 ექსპერტის მონაწილეობით. შეთავაზების მიუხედავად, მოძრაობა „ჯიუტის” წარმომადგენლები უარს აცხადებენ დისკუსიაზე. მმართველი ძალა კი ამ შეთავაზებას შექმნილ ვითარებაში ერთ-ერთ მთავარ გამოსავლად მიიჩნევს. მათი თქმით, თუ დაინტერესება არა არეულობისა და დაძაბულობის გახანგრძლივებაა, არამედ არგუმენტირებული დისკუსია, მაშინ ყოვლად გაუგებარია დისკუსიაში მონაწილეობაზე უარის თქმის საფუძველი
