ზურაბიშვილმა გამჭვირვალობის კანონს ვეტო დაადო
სალომე ზურაბიშვილმა კანონს გამჭვირვალობის შესახებ ვეტო დაადო, დასძინა, რომ ვეტო იურიდიულად და ტექნიკურად გამართულია, ის არავითარ ცვლილებასა და გაუმჯობესებას არ ექვემდებარება და უბრალოდ უნდა გაუქმდეს. პრეზიდენტმა ვეტო დადებული კანონი დღესვე გადაუგზავნა პარლამენტს, თუმცა საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ვეტო შეუძლებელია განხორციელდეს მოტივირებული შენიშვნების გარეშე. სხვა ფორმატს კანონმდებლობა უბრალოდ არ ითვალისწინებს. ამიტომ გაუგებარია სალომე ზურაბიშვილი რა ფორმატს ირჩევს, იქნება ის კონსტიტუციის ფარგლებში თუ ისევ მის ფარგლებს გარეთ. ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რომელიც სოციალურ ქსელში წერს, რომ ასეთი გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ კანონზე სამართლებრივი შენიშვნებისა და არგუმენტების არარსებობა და რომ პრეზიდენტმა უარი თქვა ვეტოს კონტექსტში საერთაშორისო პარტნიორების ჩართვაზე
