საქართველოსა და ყაზახეთის კინოცენტრებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და ყაზახეთს შორის კინოინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესახებ მემორანდუმს ხელი საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კობა ხუბუნაიამ და ყაზახური არასაჯარო ს/ს „ეროვნული კინოს მხარდაჭერის ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე კურმანბეკ ჯუმაგალიმ კანის კინობაზრობის ქართულ პავილიონში მოაწერეს. მემორანდუმის გაფორმების შემდგომ, კინოინდუსტრიის მიმართულებით თანამშრომლობის წახალისების მიზნით, კინოცენტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება, რომელიც საშუალებას მისცემს ქართველ პროდიუსერებს, მონაწილეობა მიიღონ ყაზახური კინოფონდების კოპროდუქციის კონკურსებში
