ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი
ჩეხურ-ქართული მეორე სამართლებრივი ფორუმი დასრულდა. სამართლებრივი ფორუმის მუშაობა იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა დასკვნით სიტყვაში შეაჯამეს. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩეხეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სამართალთან დაახლოების პროცესში, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, განაგრძოს წინსვლა ევრო კავშირთან ინტეგრაციის გზაზე. აღინიშნა, რომ სასესიო ფორმატის ფარგლებში მხარეებმა არაერთი საინტერესო ინიციატივა წამოჭრეს, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სახელმწიფო სისტემების განვითარებას
