ვეტერანები გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ, სადაც ბრძოლის ველზე დაცემულ მეომართა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა. მათ, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, ასევე, უკრაინაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპულ მეომრებს