ოჯახის სიწმინდის დღე
ოჯახის სიწმინდის დღე და საზეიმო მსვლელობა დედაქალაქში და რეგიონებში. 17-მა მაისმა, ოჯახის სიწმინდისა და პატივისცემასთან ერთად სხვა დატვირთვაც შეიძინა. უამრავი ადამიანი გამოვიდა მამულის, ენისა და სარწმუნოებისთვის, ეროვნული იდენტობის, ტრადიციების, ღირებულებების და ღირსების დასაცავად. პატრიარქ ილია მეორის მიერ 2014 წელს დადგენილ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით გამართულ მსვლელობას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან. „ქართულ ოცნებაში“ ოჯახის სიწმინდის დღის მნიშვნელობაზე საუბრობენ
