თავდასხმა სლოვაკეთის პრემიერზე
რობერტ ფიცოს მდგომარეობა სტაბილური, თუმცა მძიმეა. თავდასხმის შედეგად დაჭრილ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს დღეს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაიტარდა. ექიმები ამბობენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მაგრამ მომდევნო რამდენიმე დღე მისი ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია. პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის შემდეგაც სლოვაკეთში პოლიტიკური პოლარიზაცია გრძელდება. პოლიცია სოციალურ ქსელებში მუქარისა და სიძულვილის შემცველ კომენტარებს სწავლობს.
