საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა
სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის პატივისცემა, ტაივანის სუვერენიტეტის საკითხი, ჭარბი წარმოება და სი ძინ პინის ვიზიტი ევროპაში - ამ საკითხებზე ისაუბრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე. ჭოუ ციენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ელჩმა ისაუბრა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ ურთიერთობასა და ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლაზე, რომელიც თვის ბოლოს ამოქმედდება.
